საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი

რეგისტრაცია ავტორიზაცია

ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

image

პაროლის აღდგენა

შეცვლილი პაროლის აქტივაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ მისამართზე, რომელიც მოგივათ ელ.ფოსტაზე. აქტივაცია დასაშვებია 2022-11-09 12:14 -მდე დროის გასვლის შემდეგ საჭირო გახდება პაროლის/მომხმარებლის აღდგენის პროცესის განმეორება.

პაროლის აღდგენა

პაროლი გააქტიურებულია.

გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მიზანია, ხელი შეუწყოს  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) კონვენციის გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსის კონვენცია) განხორციელებას გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესების გზით

 

გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი უზრუნველყოფს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, ასევე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების ეფექტიან ინფორმირებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობას

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებით გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლის მიზნით სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია
  • საზოგადოებისგან შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღების ვადა
  • ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ
  • სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის  მიმართულებით გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი
  • მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისგან მოსაზრებების/შენიშვნების მიღების ვადა
  • გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის დასაბუთება, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის შესახებ
  • სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შეთანხმების შესახებ და სხვა გადაწყვეტილებები.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

1501

 

საჯარო განხილვებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს:

 

(+995 322) 112023

 ph@eiec.gov.ge 

 .თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32

 

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

 

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ.150

 eia@mepa.gov.ge 

 

* გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს

 

,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით მოსაზრებები/შენიშვნები შეგიძლიათ, განათავსოთ გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე ან მატერიალურად წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

  . თბილისი, . აღმაშენებლის გამზ.150



  

;